18 აპრილი 2017
ჩანახატი

მაკრონი ცრუ პაციფიზმისა და პუტინის წინააღმდეგ

წყარო: Macron tacle la fascination de Le Pen, Mélenchon et Fillon pour Poutine
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს, 10 აპრილს უსაფრთხოებისა და ანტი-ტერორიზმის შესახებ მიდგომებზე საუბრისას, თავისი კონკურენტის, რადიკალი სოციალისტის ჟან-ლუკ მელენშონის გამოსვლას შეეხო. ამ უკანასკნელმა მარსელში მშვიდობის შესახებ ისაუბრა და საფრანგეთის ნატო-დან გასვლის აუცილებლობას ასაბუთებდა. მაკრონი მის საპირისპიროს ამტკიცებს.
 
 
მაკრონის აზრით, მელენშონის წინადადება „არაა ნამდვილი მშვიდობა", „ის მოგვიწოდებს, განვიარაღდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ანგელოზისებური გულიბრყვილობაა, უარეს შემთხევაში კი უპასუხისმგებლობა," თქვა მაკრონმა.
 
„თუკი ჟან-ლუკ მელენშონი ვლადიმირ პუტინის მშვიდობას იცავს - ეს ჩემთვის მიუღებელია. თუკი
ჟან-ლუკ მელენშონისთვის მშვიდობა საფრანგეთის ერთპიროვნულ განიარაღებას გულისხმობს მათ წინაშე, ვინც ჩვენ დღეს გვიტევს და ტერორისტული ჯგუფების წინაშე - ეს ჩემთვის მიუღებელია."
 
მაკრონის თქმით, მშვიდობა შენდება „რთული, წინასწარ დაგეგმილი დიპლომატიური მოქმედებების შედეგად" და, რაც უმთავრესია „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის" დაცვის სტრატეგიის გულდასმით მიყოლით. "მშვიდობა შენდება სამხედრო ძალების, შეკავების ძალების, დაზვერვის ძალების ყოლით. მშვიდობა თავისით არ მოდის, თუკი მშვიდობა თავისით დამყარდა, ეს ნიშნავს რომ ის სხვებმა,
უფრო ძლიერებმა დაამყარეს და ის ძალადობას ეფუძნება."
 
 მან დაამატა: "ულტრამემარჯვენე კანდიდატი [მარინე ლე პენი], საქმოსანი მემარჯვენეების კანდიდატი [ფრანსუა ფიიონი] და კომუნისტი მემარცხენე [ჟან-ლუკ მელენშონი] - სამივენი აღფრთოვანებულნი არიან ბატონი პუტინით, მმართველით, რომელიც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, და რომელმაც დიდ საერთაშორისო კონფლიქტებს პასუხისმგებლობით არ უდგება."
 
მაკრონი ამომრჩევლებს "ფრანგულ-ხმელთაშუაზღვისპირული" საგარეო-პოლიტიკური ხაზის ჩამოყალიბებას შეჰპირდა, "დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით, მაგრამ იმის ნათლად გაცნობიერებით, თუ რომელ ბანაკში ვართ ჩვენ, და საიდან გვემუქრებიან რაკეტებით."
 
უფრო ადრე, მაკრონი ერთთვიანი სავალდებულო სამხედრო სამხედრო სამსახურის აღდგენის წინადადებით გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა მარინე ლე პენი მეორე მსოფლიო ომისას ფრანგი ებრაელების წინააღმდეგ წარმოებული მოქმედებების გაბიაბრუებისთვის "მარინე ლე პენი ნამდვილად მამამისის ჟან-მარი ლე პენის ‘ღირსეული’ შვილია. ის განსახიერებს ულტრამემარჯვენეობის ნამდვილ სახეს. რომელსაც მე ვებრძვი."

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.