10 ივნისი 2016
მოსაზრება

ბერლინი საქართველოს ევროპულ იმედებს ამსხვრევს

ავტორი: ჯაბა დევდარიანი / წყარო: Germany Undercuts Georgia's European Optimism

ბოლო დღეებში გერმანია საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობის გადაწყვეტილების მთავარ შემაფერხებლად გამოჩნდა. ბერლინის პოზიცია ქართველებს ევროპაზე წარმოდგენას უფუჭებს და უფრო მეტიც - გერმანიის, როგორც ევროპის სანდო ლიდერის როლს აკნინებს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

ევროკავშირის მართლმსაჯულების და შინაგან საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების გადაწყვეტილება ვერც 9–10 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მთავარ ოპონენტად გერმანია რჩება, თუმცა მედიის ინფორმაციით მას მხარი საფრანგეთმა, ბელგიამ და იტალიამაც აუბეს. ეს მოულოდნელი ოპო

შენგის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება გარკვეული წესების და ტექნიკური სტანდარტების შესრულებაზე დამოკიდებული. ევროკომისიამ - ევროკავშირის აღმასრულებელმა და სარეგულაციო ფრთამ - 2015 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა. ამ პოზიციას ევროპარლამეტიც უჭერს მხარს, რომელიც ევროპის საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობს და პოლიტიკურ ნებასაც სულ უფრო მეტად ასახავს. ჯერი წევრი სახელმწიფოების მთავრობებზე მიდგა, და სწორედ აქ, 8 ივნისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, ბერლინი გადაწყვეტილების მიღებას წინ აღუდგა. გერმანიის წინააღმდეგობამ და მათ მიერ მოყვანილმა საბამბა, ჟურნალისტების ცნობით, ევროკავშირის დილომატებიც გააოცა.

ქართველები გააღიზიანა ამ გადაწყვეტილების წინ გერმანულ პრესაში გავრცელებული სტატიების რიგმა,სადაც იწერებოდა, ქართველი ემიგრანტები გერმანიაში „ყველაზე მეტ" დანაშაულს სჩადიანო. პრესა ძირითადად ბავარიის ქრისტიან-სოციალისტურ კავშირთან დაკავშირებული ექსპერტების აზრს იშველიებდა. მას შემდეგ, რაც გერმანიის პოლიციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ქართველებმა ასეთი მიდგომა გააპროტესტეს, ჟურნალ „შპიგელის" ინტერნეტ გამოცემამ ასეთი ინფორმაცი ჩაასწორაკიდეც. გერმანიაში მოსწავლე ქართველმა სტუდენტებმა გერმანიის მთავრობას და მედიას მიმართეს პეტიციით „საქართველო არ არის კრიმინალური ქვეყანა".

თუმცა ამ არგუმენტის გასაბათილებლად, საქართველოს დიპლომატები იმაზეც თანახმა არიან, რომ უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლა მანამ არ მოხდეს, სანამ ევროკავშირი ე.წ. „შეჩერების მექანიზმს" არ შემოიღებს. ეს წინადადებაც გერმანიიდან მოდის და საშუალებას უნდა მისცეს ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს, დროებით შეაჩერონ უვიზო რეჟიმი კონკრეტულ ქვეყნებთან, თუკი იქედან წამოსული თავშესაფრის მოთხოვნების ტალღა წამოვა ან ემიგრანტების მხრიდან დანაშაულის რიცხვი მკვეთრად მოიმატებს.

გარდა კრიმინალისა, ბერლინი დიპლომატიურ მიზეზსაც იშველიებს და ცდილობს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მიღება უკრაინის და, შესაძლოა, თურქეთის მიმართ მსგავს გადაწყვეტილებას დაუკავშიროს. ასეთი მიდგომაც ფრიად საზიანო იქნება საქართველოსთვის. თუ უარის საბაბი მიგრაციის და კრიმინალის პრობლემაა, ევროკავშირს 45 მილიონიანი უკრაინის და 77 მილიონიანი თურქეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო უნდა გაუჭირდეს, მათთან ხომ 3.7 მილიონიანი საქართველოს მიერ შექმნილი შესაძლო პრობლემები მოსატანიც არაა?! პოლიტიკურადაც, საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაში რეფორმები ფერხდება, ხოლო თურქეთთან უვიზო რეჟიმზე ევროკავშირის მოლაპარაკებები (რომელიც იმ ტექნიკური პროცესის მიღმაა, რომელიც საქართველომ გაიარა) სირიიდან ემიგრაციის თემას უკავშირდება და შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ასე რომ, საქართველოსბედის ამ ორ ქვეყნასთან დაკავშირებამ რეჟიმის მინიჭების პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაწელოს.

საქართველოს დაბლოკვით, გერმანია ევროკავშირის პოლიტიკის ორ ძირითად პრინციპს აყენებს ეჭვქვეშ. პირველი ისაა, რომ უვიზო რეჟიმის მიღება პროგნოზირებად პროცედურებს და წესებს ემყარება. საქართველომ საშინაო დავალება შეასრულა და ის თამასის მუდმივად აწევის ნაცვლად, იმგვარ პასუხს იმსახურებს, რაც თავიდანვე იყო შეთანხმებული.

მეორე პრინციპია მიდგომა „მეტი მეტისთვის", რომელსაც ევროკავშირის ოფიციალური პირები ხშირად აქებენ. მის თანახმად, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროპასთან ინტეგრაციისათვის მეტ ნაბიჯს გადადგამენ, ევროპა უფრო მეტად გახსნილი გახდება. მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო რეალური რეფორმების თვალსაზრისით ევროპის სამეზობლოში გამორჩეულ ქვეყანად რჩება. საქართველოს პოლიციის რეფორმა – თავისი დიდი მიღწევებით და მნშვნელოვანი წარუმატებლობებითაც – სასწავლო მოდელია პოსტ–საბჭოთა სივრცეში და მის მიღმაც. „საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ განსაზღვრული კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ცენტრალური ევროპის ზოგიერთ და დასავლეთ ბალკანეთის თითქმის ყველა ქვეყანას უსწრებს. ეს ქვეყნები კი ან ევროკავშირის წევრები ან წევრობის კანდიდატები არიან. საქართველოს წარმატებებს ელექტრონული მმართველობის სისტემაში Microsoft–იც კი აღიარებს და საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან პარტნიორობის შესაძლებლობასაც განიხილავს.

მეტიც, გერმანიის პოზიცია უსამართლოდ გამოიყურება და ამით პოსტ–საბჭოთა სივრცეში ბერლინის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პრესტიჟს უთხრის ძირს.

საქართველოსთან ევროკავშირის დამოკიდებულებას ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყველა ქვეყანა აკვირდება. თბილისი მყარად პროდასავლური ქვეყანაა და მისი წარმატება მიანიშნებს, თუ რამდენად შესაძლებელია საბჭოურობის მემკვიდრეობისაგან თავის დაღწევა. ბალტიის ქვეყნების წარმატებასთან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავს ნაკლებად აიგივებენ. ბალტიისპირეთი საბჭოთა კავშირში ყოველთვის უცხო, „დასავლური" კულტურის კუნძულად ითვლებოდა. ის წინსვლა კი, რომელსაც ერთ დროს კორუფციით განთქმულმა საქართველომ მიაღწია, იმედის სიმბოლოდ აღიქმება. თბილისის წარმატებულმა რეფორმები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სომხეთსა და თვით ავტორიტარულ აზერბაიჯანშიც გადაიღეს. ქართველ ექსპერტებზე მოთხოვნა უფრო შორს, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც იგრძნობა.

სამწუხაროა, რომ გერმანიის პოზიცია რუსულ პროპაგანდას ეხმიანება და ასაზრდოებს. მოსკოვის მფარველობის ქვეშ მყოფი მედია საშუალებები აქტიურად ნერგავენ განწყობას, რომ ევროპა არის ამპარტავანია, მატყუარა, არ იცნობს აღმოსავლეთ მეზობლებს და არ აინტერესებს მათი ბედი. რუსეთი - საბჭოეთისაგან განსხვავებით - ხომ თავისი ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოდელის უპირატესობას არ ქადაგებს. მოსკოვი ცდილობს უსასოობა დანერგოს და დაარწმუნოს მეზობლები, რომ რუსეთის ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომაც, გერმანიის ხელმძღვანელობა წარმატებულ ქვეყნებს იმედებს კი არ უნდა უმსხვრევდეს, პირიქით - ამთ სათუთად უნდა მოეკიდოს.

უვიზო მიმოსვლაზე შეუთანხმებლობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიასაც ცუდ კალაპოტში მოაქცევს. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება", ისე მთავარი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავს პრო–ევროპულად აცხადებენ. თუმცა, ორივეში პარტიის შიგნით არსებობს ევრო–სკეპტიკურიგანწყობები. კოალიცია ქართული ოცნების შემთხვევაში, ზოგიერთი მოქმედი პარლამენტარი ქსენოფობიური და ნეიტივისტური დისკურსისკენაა მიდრეკილი. ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ფრთას კი უფრო ტრადიციული ევრო–სკეპტიციზმი ახასიათებს: ისინი გმობენ ბრიუსელის ბიუროკრატიას და ამბობენ, რომ ევროპული რეგულაციების მიღება ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

ამ პარტიებს მიღმა, ანტი–ევროპული, ქსენოფობიური და ნეიტივისტური დინებები ძლიერდება. მათი მომხრეები უკვე გაცვეთილ ფრაზებს იმეორებენ: ვითომდა ვერაგი ევროკავშირი გეი–კულტურას ახვევს თავს საქართველოს და მის მართლმადიდებლურ რწმენას არყევს. ეს შეხედულებები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მედია საშუალებებში ტირაჟირდება. შემაშფოთებლად გახშირდა ამგვარი იდეოლოგიით შთაგონებული აგრესია ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე, და - ამასწინათ - ვეგანური კაფეზეს წინაარმდეგაც კი. ამ შეხედულების მქონე ადამიანებს შემოდგომაზე პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვთ. ევროკავშირისგან დადებითი სიგნალი ხელს შეუწყობდა პრო-ევროპულ ძალებს და უფრო მოწიფული, საქმიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვას.

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობენ ბერლინს მოსაზრება შეაცვლევინონ. ყველა მათგანი ცდილობს ან გერმანიაში ჩავიდეს, ანდა გერმანელ კოლეგებსსხვაგან შეხვდეს. მომავალი გამოცდა საქართველოს მისწრაფებებს 20 ივნისს,ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე ელის.

გერმანიის მხრიდან გონივრული იქნება, თუ ის საქართველოს იმედებს არ ჩაუკლავს.


Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.