8 აპრილი 2016
ამბები

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობა ‘ნაკლია’

წყარო: Civil.ge
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნონა თოდუამ 7 აპრილს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მისი აზრით, ჰომოსექსუალობა „ნაკლია" და ეს ადამიანები "ამგვარი გადახრისთვის მენანება".

თოდუა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მომხრეა და რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რომლითაც იკრძალება 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება, მარტის ბოლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა. 

თოდუას კანდიდატურა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი სამართლებრივ სფეროს მიუძღვნა, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის გააკრიტიკა 2011 წელს გამოქვეყნებულ ერთ–ერთ სამეცნიერო ნაშრომში გამოხატული „ჰომოფობიურ განწყობების" გამო.

7 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ლალიაშვილსაც მოუსმინა, რომელიც ასევე პრეზიდენტის წარდგენილია.

იურიდიულმა კომიტეტმა არცერთი კანდიდატი არ მოიწონა - თოდუამ 5 ხმა მიიღო 4–ის წინააღმდეგ, ხოლო ლალიაშვილმა 6 ხმა 4–ის წინააღმდეგ, რაც დადებითი დასკვნისთვის არასაკმარისი მხარდაჭერაა. თუმცა, ეს არ უშლის კანდიდატებს ხელს, რომ მათ პარლამენტის სხდომაზე უყარონ კენჭი.

თებერვალში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა. პარლამენტს დოლიძის კანდიდატურისთვის კენჭი ჯერ არ უყრია.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.